ჩვენ შესახებ
დამფუძნებლები
მნიშვნელობა არ აქვს რას საქმიანობ, მთავარია სიყვარულით აკეთო შენი საქმე. ორნამენტებს საოცარი ენერგეტიკა აქვთ, როცა ვხატავთ, ფერებსა და ხასიათს თვითონ გვკარნახობენ. ამ ემოციას და ენერგიას მივყვებით და სწორედ ასე იქმნება განსხვავებული, თანამედროვე და ამავდროულად სიძველით გაჟღენთილი ქართული პროდუქტი, რომელიც დიდი სიყვარულით გადმოგვაქვს თქვენამდე. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოგწონთ და მხარს გვიჭერთ, ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს.

რას გვიყვება დრო?
ბრენდი „დრო“ დაარსდა 2021 წელს, ქართული ორნამენტების, მინიატურების, ქსოვილებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ინსპირაციით. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ ისტორია ჩვენეული ხედვით, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი იქნება და გაალამაზებს ყველა მომხმარებლის სახლის ინტერიერს.
ჩვენი ძირითადი მიმართულება მაგიდის გადასაფარებლებია, თუმცა ვაწარმოებთ ბალიშებსაც. პარალელურად, „დრო და პარტნიორები“-ს ფარგლებში ვამზადებთ ხელნაკეთ კერამიკულ ჭურჭელს, რომელიც იხატება ხელით – „დროს“ მიერ შექმნილი დიზაინის გამოყენებით. ამით, საშუალებას ვაძლევთ, დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზებაში.
თითოეულ ნივთს დიდი სიყვარულით და განსაკუთრებული ყურადღებით ვამზადებთ. მაგიდის გადასაფარებლები პასპორტით – ორნამენტების ისტორიული მიმოხილვა გადმოგეცემათ ბეჭდური სახით, ასევე სუფრის უკანა ნაწილზე აღმოაჩენთ ისტორიას, რომელიც არასდროს დაგტოვებთ.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ხარისხია, შესაბამისად მაგიდის გადასაფარებლები მზადდება შესაბამისი ტექსტილით, რომელიც არ იღებს სითხის წვეთებს და ძალიან პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.